Thumbnail

"სისხლიანი მთვარე" -იშვიათი ასტრონომიული მოვლენის ფოტოები

  • ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოსახლეობა იშვიათი ასტრონომიული მოვლენის მომსწრე გახდა
  • მთვარის დაბნელება გრინვიჩის დროით 02:35 წუთზე დაიწყო

21 იანვარს  ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოსახლეობა იშვიათი მოვლენის მომსწრე გახდა. მთვარე დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს იყო. ამ მოვლენას სუპერმთვარეს უწოდებენ, მაგრამ როდესაც მას მთვარის სრული დაბნელებაც ემთხვევა დედამიწის თანამგზავრი მოწითალო შეფერილობას იღებს, რის გამოც მას “სისხლიან მთვარედ” მოიხსენიებენ. დაბნელება გრინვიჩის დროით 02:35 დაიწყო და 07:49 წუთზე დასრულდა.

მთვარე დედამიწის ჩრდილში საათი და 3 წუთი იმყოფებოდა. დედამიწის ჩრდილის დიამეტრი 363 000 კმ-ია  და მთვარის დიამეტრზე სამჯერ დიდია. მიუხედავად ამისა,  სრული დაბნელების შემთხვევაშიც კი მთვარე ბოლომდე არ ქრება, არამედ მუქ წითელ შეფერილობას იღებს.ეს იმით აიხსნება, რომ მზის სხივები, რომლებიც დედამიწას აღწევენ ატმოსფეროში გაიფანტებიან და ნაწილობრივ მთვარესაც აღწევენ.

მთვარის დაბნელება ყველაზე კარგად ჩრდილოეთ ევროპაში, დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში, ჩრდილოეთ ამერიკაში და აღმოსავლეთ აზიაში გამოჩნდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები