Thumbnail

მეცნიერებმა სატურნზე დღის ხანგრძლივობა დაადგინეს

  • სატურნზე ერთი დღის ხანგრძლივობა 10 საათს, 33 წუთს და 38 წამს შეადგენს
  • პლანეტის ბრუნვის სიჩქარის დადგენა მისი უცნაური ველისა და ზედაპირის გამო ვერ ხერხდებოდა

მეცნიერებმა სატურნზე ერთი დღის ხანგრძლივობა დაადგინეს - ის 10 საათს, 33 წუთს და 38 წამს შეადგენს. ამის შესახებ The Daily Mail წერს. უცნაური მაგნიტური ველისა და ზედაპირის გამო, სადაც პრაქტიკულად არაფერი არ არსებობს, მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ადგენდნენ სატურნის ბრუნვის სიჩქარეს.

1980-იან წლებში ზონდ Voyager-ისგან მიღებული მონაცემებიზე დაყრდნობით მეცნიერებს ეგონათ, რომ სატურნზე ერთი დღის ხანგრძლივობა 10 საათს, 39 წუთს და 23 წამს შეადგენდა.

ზუსტი მონაცემების დადგენაში ასტრონომებს კოსმოსური საფრენი აპარატი “კასინი“ დაეხმარა. სპეციალისტებმა დააფიქსირეს, რომ რგოლების ფრაგმენტები ობიექტის შიდა ვიბრაციებზე რეაგირებენ, რაც მიწისძვრის დროს სეისმომეტრის მუშაობას მოგვაგონებს.

1997 წელს გაშვებულმა „კასინიმ“ მუშაობა 2017 წლის 15 სექტემბერს დაასრულა, აპარატი სატურნის ატმოსფეროში დაიწვა, თუმცა მისგან მიღებული მონაცემები მეცნიერებს დღემდე ეხმარება ახალი აღმოჩენების გაკეთებაში, მაგალითად რამდენიმე დღის წინ მათ სატურნის რგოლების შექმნის პერიოდი დაადგინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები