Thumbnail

Etihad Airways-ის თვითმფრინავმა ბიოსაწვავის გამოყენებით ავიარეისი შეასრულა

  • პირველი კომერციული ავიარეისი ბიოსაწვავის გამოყენებით აბუ დაბიდან ამსტერდამში შესრულდა
  • ბიოსაწვავი თვითმფრინავისთვის კომპანია ISEAS-მა შექმნა

ავიაკომპანია Etihad Airways-მა ბიოსაწვავის გამოყენებით აბუ დაბიდან ამსტერდამში Boeing 787-ით პირველი კომერციული რეისი განახორციელა. ბიოსაწვავი ბალახოვანი მცენარის Salicornia-ს გამოყენებით დაამზადეს. თვითმფრინავი აღჭურვილია General Electric-ის ახალი თაობის ძრავებით 1B, რომელიც ბიოსაწვავის და საავიაციო საწვავის ჰიბრიდულ ნარევზე მუშაობს.

ბიოსაწვავი თვითმფრინავისთვის კომპანია ISEAS-მა შეიმუშავა. პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობდნენ Etihad Airways, Boeing, Honeywell UOP და General Electric.

Etidad-ის რეისმა დაამტკიცა, რომ ISEAS-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია სრულად შეცვლის თამაშის წესებს მსოფლიოში საჰაერო ტრანსპორტის კუთხით. კვლევა და ტექნოლოგიის შემუშავება ჩვენ საშუალებას მოგვცემს ბიოსაწვავი ავიაციაში გამოვიყენოთ -  Boeing International-ის ვიცე პრეზიდენტი შონ შვინი.

ბიოსაწვავის შექმნა რთული ტექნოლოგიური პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ISEAS-ში აცხადებენ, რომ ამ ტექნოლოგიის დანერგვა მომავალში ეკოლოგიური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები