Thumbnail

Facebook-ს პეტიციების ფუნქცია ემატება

  • მომხმარებლები Facebook-ზე პეტიციების შექმნას შეძლებენ
  • არსებობს ფუნქციის დესტრუქციული ძალების მიერ გამოყენების საშიშროება

Facebook-ს ახალი ფუნქცია, Community Actions დაემატა, რომელიც მომხმარებლებს პეტიციების შექმნის შესაძლებლობას მისცემს. ფუნქცია უკვე გაეშვა ამერიკაში და ეტაპობრივად სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი. 
 
ფუნქციის დახმარებით მომხმარებლებს შეეძლებათ პეტიციების შექმნა, შესაბამისი ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების მონიშვნა, ამა თუ იმ საკითხის განხილვა მხარდამჭერებთან ერთად და დაფინანსებების მოძიება.
 
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, Facebook-ი არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა მოქალაქეობრივი შეკრებებისა თუ საპროტესტო აქციის დაორგანიზების ადგილი, ახალი ფუნქციის დახმარებით კი ეს პროცესი ბევრად გამარტივდება.

Facebook-ი იმედოვნებს, რომ ადამიანები ფუნქციას სასიკეთო ცვლილებებისთვის გამოიყენებენ, თუმცა არსებობს საშიშროება, ძალების მობილიზაციისთვის ფუნქცია დესტრუქციულმა ძალებმაც გამოიყენონ. საშიშროების საპასუხოდ Facebook-ი აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევებს ალგორითმი დააფიქსირებს და მათი დარეპორტება მომხმარებლებსაც შეეძლებათ.
 

 

კომენტარები

ბოლო ამბები