Thumbnail

პირველი კოსმოსური სასტუმრო ტურისტებს 2021 წლიდან მიიღებს

  • პირველ კოსმოსურ სასტუმროს კომპანია Orion Span გახსნის
  • სასტუმრო დედამიწიდან 320 კილომეტრის სიმაღლეზე განთავსდება

2021 წელს დედამიწის ორბიტაზე პირველი კოსმოსური სასტუმრო გაიხსნება. Aurora Station “ლუქს” კლასის სასტუმრო იქნება, რომელიც დედამიწიდან 320 კილომეტრის სიმაღლეზე განთავსდება. მასში ერთდროულად ექვსი ადამიანი იცხოვრებს: ეკიპაჟის ორი წევრი და ოთხი ტურისტი. კოსმოსური სასტუმროს სიგრძე 13,3, სიგანე კი 4,3 მეტრია.  

სასტუმროში მოხვედრას მხოლოდ  დიდი ფინანსური რესურსების მქონე ადამიანები შეძლებენ, რადგან Aurora Station  თორმეტი დღის გატარება 9 500 000 დოლარი დაჯდება.ამ ფასად ტურისტები გრანდიოზული კოსმოსური პეიზაჟების და ციური სხეულების ყურებით დატკბებიან. მათ ასევე ექნებათ დედამიწაზე მყოფ ახლობლებთან ვიდეოკავშირის დამყარების შესაძლებლობა. ტურისტებს კოსმოსური საკვებით გაუმასპინძლდებიან, ხოლო დასვენებას კი სპეციალური დიზაინით გაფორმებულ სივრცეში შეძლებენ.

კოსმოსური სასტუმროს პროექტი ამერიკულ კომპანია Orion Span-ს ეკუთვნის. მისი დამფუძნებლის ფრენკ ბანგერის განცხადებით:

 

“ორ წელიწადში Aurora Station-ის დედამიწის ორბიტაზე გასვლის შემდეგ სასტუმრო მუშაობას დაიწყებს. კოსმოსურ სასტუმროში მოხვედრის მსურველი ბევრია. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი კოსმოსის ათვისების მხრივ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.”

კოსმოსში გამგზავრებამდე ტურისტებმა სამთვიანი მომზადების კურსი უნდა გაიარონ და სპეციალური სერთიფიკატი მიიღონ. ტურისტებს ტრეინინგს გამოცდილი ასტრონავტები ჩაუტარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები