Thumbnail

Xiaomi-ს ახალი გადასაკეცი სმარტფონის სადემონსტრაციო ვიდეო გავრცელდა

  • Xiaomi-ს დამფუძნებელმა ტელეფონის სადემონსტრაციო ვიდეო გაავრცელა
  • გადასაკეც ტელეფონებზე სხვა არაერთი კომპანია მუშაობს

ჯერ კიდევ მაშინ, როცა გასული წლის ნოემბერში სამსუნგმა გადასაკეცი ტაბლეტ/სმარტფონი გამოუშვა, დაანონსდა, რომ 2019 წელს მეტ გადასაკეც ტექნოლოგიას უნდა ველოდოთ. მართლაც, ჩინური კომპანია Xiaomi-ს დამფუძნებელმა ლინ ბინმა ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე ახალი გადასაკეცი სმარტფონის სადემონსტრაციო ვიდეო გამოაქვეყნა.

ტაბლეტი ორივე მხრიდან, სამ ნაწილად იკეცება და ტელეფონად გარდაიქმნება. The Verge-ის შეფასებით, Xiaomi-ს გადასაკეცი ტელეფონი გასულ თვეებში გამოსულ მის ანალოგებთან შედარებით ბევრად უფრო პრაქტიკულია.

მსგავსი ტექნოლოგიის ტელეფონის დაანონსებით Xiaomi კონკურენციას არამარტო სამსუნგს, არამედ ბევრ სხვა კომპანიასაც უწევს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, მათ შორის ჩინურ კომპანია Royole-ს, Lenovo-ს და ა.შ. Xiaomi ტელეფონის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ აზუსტებს, თუმცა კომპანიების მიერ დაანონსებულ გადასაკეც ტელეფონებზე ზუსტ ინფორმაციას სავარაუდოდ მომავალ თვეში დაგეგმილი Mobile World Congress-იდან შევიტყობთ.


 

კომენტარები

ბოლო ამბები