Thumbnail

დაბნელების დროს მთვარეზე მეტეორიტი ჩამოვარდა

  • მეცნიერებმა პირველად დააფიქსირეს დაბნელების დროს მთვარეზე მეტეორიტის ჩამოვარდნა
  • მთვარეზე ყოველწლიურად 140-მდე მეტეორიტი ვარდება

21 იანვარს, მთვარის დაბნელებისას დედამიწის თანამგზავრზე მეტეორიტი ჩამოვარდა. ამ უნიკალური მოვლენის დამადასტურებელი ვიდეო გრიფიტის ობსერვატორიის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს. კადრებში ჩანს მთვარის ზედაპირზე მეტეორიტის დაცემისგან გამოწვეული თეთრი ნათება.

მეტეორიტი უძველესი კრატერის - ბიურგის რაიონში ჩამოვარდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეტეორიტის ვარდნა  მთვარის დაბნელების დროს დააფიქსირეს. ასტრონომები უახლოეს მომავალში აპირებენ მეტეორიტის დაცემის ადგილის შესწავლას და ახალი კრატერის სურათების მიღებას.

ყოველწლიურად მთვარეზე მეტეორიტების ჩამოვარდნის შედეგად 140-მდე ახალი კრატერი ჩნდება. აღსანიშნავია, რომ მთვარეზე არ არსებობს ატმოსფერო, რომელიც მცირე ზომის მეტეორიტებს დაწვავს.

კომენტარები

ბოლო ამბები