Thumbnail

აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც ნაწილებად იშლება

  • ეგზოპლანეტა K2-22b დედამიწიდან 800 სინათლის წლით არის დაშორებული
  • K2-22b თავისი ვარსკვლავის გარშემო ერთ სრულ ბრუნვას ცხრა დღეს ანდომებს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა K2-22b, რომელიც თავისი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობისას ნაწილებად იშლება. ეგზოპლანეტა დედამიწიდან 800 სინათლის წლით არის დაშორებული და ის ნეპტუნის ზომისაა. ინფორმაციას ახალი აღმოჩენის შესახებ The Astronomical Journal ავრცელებს.

ასტრონომები აღნიშნავენ, რომ ვარსკლავის ორბიტის გარშემო პლანეტის დაშლის მოვლენა ადრეც უნახავთ - 4 ათასი აღმოჩენილი ეგზოპლანეტიდან მინიმუმ სამი ნაწილებად იშლება, თუმცა მკვლევარებს ჯერაც ვერ დაუდგენიათ ამ მოვლენის მიზეზი. ამჟამად ისინი ყურადღებით აკვირდებიან ეგზოპლანეტის თვითგანადგურების პროცესს.

ასტრონავტების ჯგუფმა პლანეტის შესწავლისას შეამჩნია, რომ K2-22b ვარსკვლავის გარშემო ერთ სრულ ბრუნვას ცხრა დღეს ანდომებს. მათ ასევე დაადგინეს, რომ მტვრის მსგავსი ნივთიერება მდებარეობს არამხოლოდ პლანეტის უკანა მხარეს, არამედ მის წინა ნაწილშიც.  
 

კომენტარები

ბოლო ამბები