Thumbnail

ახალი უსაფრთხოების სისტემა Hyundai-სგან

  • Huyndai-მ უსაფრთხოების ბალიშების ახალი სისტემა შექმნა
  • ავარიის შემთხვევაში რამდენიმე შეჯახების დროს დამატებითი უსაფრთხოების ბალიშები გაიხსნება

სტატისტიკური მონაცემებით შეერთებული შტატებში ავარიის  დროს 30 პროცენტამდე შემთხვევაში არა ერთი, არამედ რამდენიმე შეჯახება ხდება. უსაფრთხოების ბალიშმა შესაძლებელია მძღოლი და მგზავრები დაიცვას პირველი დარტყმის დროს. განმეორებითი დარტყმის შემთხვევაში ადამიანებს, რომლებიც ავტომობილში იმყოფებიან, სერიოზული საფრთხე ემუქრებათ. სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით Hyundai-მ ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა.

Hyundai-ს სპეციალისტებმა შეიმუშავეს უსაფრთხოების  სისტემა, რომელიც ავარიის დროს საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების ბალიშებს რამდენჯერმე ხსნის. სისტემა პირველი შეჯახების შემდეგ ამოიცნობს მძღოლის და მგზავრების განლაგებას ავტომობილში და განმეორებითი დარტყმის დროს დამატებით ბალიშებს  აამოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს Hyundai-მ  გააუმჯობესა უსაფრთხოების ბალიშების სისტემა ავარიის დროს ავტომობილის ამოტრიალების შემთხვევაში.ავტომობილს ზედა და უკანა ნაწილში უსაფრთხოების ბალიშები დაამატეს და სპეციალური სენსორით აღჭურვეს.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები