Thumbnail

ამაზონმა თვითმართვადი კურიერი რობოტები შექმნა

  • მსგავსი დიზაინის კურიერ რობოტებს არაერთი კომპანია იყენებს
  • რობოტების გამოცდა ჯერჯერობით ადამიანების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს

ამაზონი თვითმართვადი კურიერების, Amazon Scouts-ის სერვისს ცდის. მსგავსი დიზაინის რობოტი კურიერების სერვისს მომხმარებლებს უკვე არაერთი კომპანია სთავაზობს, მაგალითად კომპანია PepsiCo-ს მიერ შექმნილ რობოტ “სნექბოტებს” უნივერსიტეტის კამპუსებში სტუდენტებისთვის საუზმე მიაქვთ.

ამაზონი ექვსბორბლიანი რობოტი კურიერების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს, თუმცა ცნობილია, რომ რობოტი ელემენტებზე მუშაობს და ის ადამიანის სიარულის ტემპით გადაადგილდება. 

ამჟამად ექვს რობოტს ვაშინგტონის ერთ-ერთ უბანში ცდიან. კურიერებს ამანათები დღის საათებში, ორშაბათიდან პარასკევამდე დააქვთ. თითოეულ რობოტს ჯერ კიდევ თან დაყვება ზედამხედველი ადამიანი, გზაზე ქვეითებისა და ცხოველების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა რობოტი კურიერები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დამოუკიდებლად და უფრო ფართო მასშტაბებით სავარაუდოდ ძალიან მალე შეძლებენ. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები