Thumbnail

Tesla Model 3-ს კონკურენტი გამოუჩნდა

  • Volvo ელექტრომობილ Polestar 2-ს გამოუშვებს
  • ელექტრომობილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კომპანია ჯერჯერობით არ ავრცელებს

შვედურმა ავტოგიგანტმა ორი წლის წინ გადაწყვიტა აქცენტი ელექტრომობილებზე გაეკეთებინა. პირველი მცდელობა - ჰიბრიდული ავტომობილი Polestar 1 მაღალი ფასის გამო პოპულარობით არ სარგებლობდა. ცნობილი გახდა, რომ Volvo უკვე  Polestar 2-ზე მუშაობს, რომელიც ელექტრომობილი იქნება.

ავტომობილის დიზაინის შესახებ კომპანია ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა ინტერნეტში გამოჩნდა რამდენიმე ფოტო, რომელიც ელექტრომობილის ვიზუალურ მხარეზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის.

Volvo-ს ელექტრომობილი ოთხკარიანი ფასტბექია.პროგრამული უზრუნველყოფა Android-ის სისტემაზეა დაფუძნებული. Volvo-ს ოფიციალური ინფორმაციით, ავტომობილი მუდმივად დაკავშირებული ინტერნეტთან და იგივე სერვისები ექნება, რაც Android-ის სმარტფონებს. დატენვის შემდეგ ელექტრომობილი 482 კილომეტრს გაივლის. ძრავის სიმძლავრე 400 ცხენის ძალაა.

ავტომობილის წარმოება 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში Polestar 2-ის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებენ. ექსპერტების შეფასებით, Tesla Model 3-ს  Volvo-ს ელექტრომობილის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები