Thumbnail
  • შვედმა მეცნიერებმა შექმნეს კამერა, რომელიც ფრინველის მხედველობის იმიტაციას ახერხებს
  • ფრინველები გარემოს ულტრაიისფრად ხედავენ

როგორ ხედავენ ფრინველები? რამდენად მარტივია მათთვის ფრენის ან ტყეში გადაადგილების დროს ორიენტაცია? ამ საკითხებს ბიოლოგები უკვე ათწლეულებია სწავლობენ. ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) მეცნიერებმა შეიმუშავეს ოპტიკური სისტემა, რომელიც ფრინველების მხედველობის იმიტაციას ახერხებს.

მეცნიერთა ჯგუფმა Lund Vision Group პროფესორ დენ-ერიკ ნილსონის ხელმძღვანელობით დაამზადა მრავალსპექტრიანი კამერა. ოპტიკური ფილტრების კომბინაციით მეცნიერებმა შეძლეს სამყაროსთვის “ფრინველის თვალით” შეეხედათ.

გაირკვა, რომ ფრინველებს აქვთ უნარი ობიექტები ულტრაიისფრად დაინახონ, რაც მათ უადვილებთ გამწვანებულ ფოთლებში მოძრაობას. განსხვავებით ადამიანებისგან, რომლებიც სიმწვანეს ერთ დიდ მასად აღიქვამენ, ფრინველები ახერხებენ ამ სივრცეში ერთგვარი ლაბირინთები დაინახონ, რაც მათ მანევრირებას უადვილებს. იქ სადაც ადამიანის თვალი დაბრკოლებას ხედავს, ფრინველი ამჩნევს სივრცეს, რომელიც მას საფრთხისგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები