Thumbnail

Kia-მ ახალი ელექტრომობილი Soul EV გამოუშვა

  • Kia-მ Soul EV-ის ორი ვერსია გამოუშვა
  • ელექტრომობილს მოძრაობის ოთხი რეჟიმი აქვს

სამხრეთ კორეაში მესამე თაობის ელექტრომობილის - Kia Soul EV-ის გაყიდვები დაიწყო. ავტომწარმოებელი მიმდინარე წელს სულ 20 ათასი Soul EV-ს გაყიდვას გეგმავს.

Kia Soul EV 64კვტ/სთ-იანი ელექტრონული ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 204 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მანქანის ამ ვერსიას ერთი დატენვით 386 კილომეტრის გავლა შეუძლია. ელექტრომობილის ღირებულება 36 000 დოლარს შეადგენს.

მანქანის შედარებით დაბალბიუჯეტიანი ვარიანტი - Slim 39,2 კვტ/სთ-იან ბატარეაზე მუშაობს და 136 ცხენის ძალიანი ელექტროძრავი აქვს. Soul EV-ს მოცემული ვერსია ერთი დატენვით 250 კილომეტრს გადის, თუმცა წინამორბედისგან განსხვავებით, რომელიც 1695 კგ-ს იწონის, Slim-ის წონა 1555 კილოგრამია, ამიტომაც ის შედარებით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.

Soul EV-ს მოძრაობის ოთხი რეჟიმი აქვს: მაქსიმალურად ეკონომიური Eco+, “უბრალოდ ეკონომიური“ Eco, Normal და Sport. ამის გარდა, მძღოლი საჭესთან მდებარე გადამრთველებით რეკუპერაციული დამუხრუჭების ძალის არჩევას შეძლებს.

Kia Soul EV

Kia Soul EV

Kia Soul EV

Kia Soul EV

Kia Soul EV

 

კომენტარები

ბოლო ამბები