Thumbnail

Facebook-ი მესენჯერის, ინსტაგრამის და WhatsApp-ის ჩატებს გააერთიანებს

  • Facebook სამი აპლიკაციის ჩატებს გააერთიანებს
  • სიახლე რეკლამების დამკვეთებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებას გულისხმობს

Facebook-ი აპირებს, მესენჯერს, ინსტაგრამსა და WhatsApps-ს შორის მიმოწერა შესაძლებელი გახადოს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. 

თითოეული აპლიკაცია დამოუკიდებლად ფუნქციონირებას განაგრძობს, თუმცა საუბარია აპლიკაციების მიმოწერის ფუნქციების ერთმანეთთან ინტეგრირებაზე, რაც გულისხმობს, რომ თუკი ადამიანი ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთი აპლიკაციის მომხმარებელია, ის კომუნიკაციას სხვა აპლიკაციების მომხმარებლებთანაც შეძლებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხმარებლებს შორის კომუნიკაცია დაშიფრულად მოხდება, რაც მიმოწერას უფრო დაცულს გახდის. 

“გვსურს, მიმოწერის საუკეთესო სისტემა შევქმნათ, რათა მომხმარებლებმა სწრაფი, მარტივი, სანდო და დაცული კომუნიკაცია შეძლონ.” - Facebook

აპლიკაციებს შორის მიმოწერის ფუნქციის გააქტიურებით მომხმარებლებს ერთმანეთთან კომუნიკაცია მართლაც გაუმარტივდებათ, თუმცა ეს სიახლე კომპანიისთვის განსაკუთრებით რეკლამების კუთხით არის საინტერესო - საერთო სასაუბრო სისტემის შექმნით კომპანია რეკლამის დამკეთებს მიზნობრივ აუდიტორიას უფრო მარტივად შესთავაზებს, შესაბამისად რეკლამების მიმართ დაინტერესება გაიზრდება, რაც თავის მხრივ სოციალური ქსელისთვისაც სარგებლის მომტანია.  

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ მომხმარებლები გაერთიანებული სასაუბრო სისტემით სარგებლობას.

კომენტარები

ბოლო ამბები