Thumbnail

მარსმავალ Opportunity-სთან კავშირის აღდგენა ვერ ხერხდება

  • Opportunity მარსზე 15 წელია იმყოფება
  • NASA მარსმავალთან კონტაქტის აღდგენას ვერ ახერხებს

მარსმავალ Opportunity-ს მარსზე დაშვებიდან 15 წლის შემდეგ NASA-ში აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით აპარატმა მისია დაასრულა. მარსმავალთან ბოლო კონტაქტი 2018 წლის 10 ივნისს შედგა. Opportunity კრატერ ინდევორის ტერიტორიას იკვლევდა. სულ მალე მარსზე ქვიშის ქარიშხალი ამოვარდა, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა. ამ პერიოდში მარსმავალი ეგრეთ წოდებულ “ძილის” რეჟიმზე გადავიდა. ქარიშხლის დასრულების შემდეგ Opportunity-სთან კონტაქტის აღდგენა ვერ მოხერხდა. NASA-ს წარმომადგენლის და მარსმავალის მისიის მენეჯერის ჯონ კალასის განცხადებით:

15 წლიანი მისია მარსზე ადასტურებს იმას, რომ ამ მანქანას მართლაც საოცარი მახასიათებელები აქვს. ასევე აღსანიშნავია ის გუნდი, რომელიც მარსმავალის პროგრამაზე მუშაობდა. სამწუხაროა, რომ მისიის დაწყებიდან 15 წლის შემდეგ Opportunity-სთან კავშირი არ არის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მარსმავალთან კავშირი აღვადგინოთ, მაგრამ დრო გადის და ამის შანსი სულ უფრო მცირდება.

ფრამის კრატერი- ფოტო გადაღებულია Opportunity-ს მიერ 2004 წლის აპრილში

Opportunity კოსმოსში 2003 წლის 8 ივნისს გაუშვეს. მარსმავალი პლანეტაზე 2004 წლის 25 იანვარს დაჯდა. Opportunity-მ მისიით განსაზღვრულ ვადაზე დიდხანს იმუშავა. მან წითელ პლანეტაზე 45 კილომეტრი გაიარა და დედამიწაზე 225 ათასი ფოტო გადმოაგზავნა.

კომენტარები

ბოლო ამბები