Thumbnail

Porsche-ს ელექტრომობილი 2019 წელს გამოვა

  • Porsche-ს ელექტრომობილი Taycan 2019 წელს გამოვა
  • ავტომობილი ზამთრის პირობებისთვის საჭირო პაკეტს მიიღებს

Porsche-მ თავისი პირველი ელექტრომობილის - Taycan-ის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. როგორც გერმანული კომპანიის ელექტრომობილების წარმოების განყოფილების უფროსმა შტეფან ვეკბახმა პორტალ Electrek-ს განუცხადა, მომხმარებლებს მანქანის ყიდვა დამატებითი ოფციებით შეეძლებათ. Porsche-მ „ზამთრის პაკეტში“ სალონის, სავარძლებისა და საჭის გათბობის სისტემა შეიტანა. ამის გარდა ცნობილი გახდა ისიც, რომ სერიული Porsche Taycan სამი წლის წინ  პარიზში წარდგენილი პროტოტიპისგან არ განსხვავდება.

Porsche Taycan აღჭურვილი იქნება 600 ცხენისძალიანი ორი ელექტროძრავით, რომლებიც 100კმ/სთ სიჩქარეს 3,5 წამში განავითარებენ. მანქანა ერთი დატენვით 500 კილომეტრის გავლას შეძლებს, თუმცა Taycan-ს სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის მხარდაჭერაც ექნება.

ელექტრომობილის შეძენა 2019 წლის მეორე ნახევარიდან გახდება  შესაძლებელიაღსანიშნავია, რომ Porsche-ს  3000 ელექტომობილი ნორვეგიიდან წინასწარ შეუკვეთეს .

კომენტარები

ბოლო ამბები