Thumbnail

Apple-ის მოწყობილობები გაზის გაჟონვას დააფიქსირებს

  • სმარტფონში მოთავსებულ გაზის ანალიზატორს მომწამვლელ აირებზე ექნება რეაგირება
  • გაზის დაფიქსირების შემთხვევაში iPhone სამაშველო სამსახურს გამოიძახებს

Apple-ის მოწყობილობებს უკვე აქვს პულსის გაზომვის და ნაბიჯების დათვლის ფუნქციები, თუმცა მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით Apple ამ მიმართულებით ტექნოლოგიებს კიდევ უფრო ანვითარებს - ახალი ტექნოლოგიის დახმარებით iPhone, iPad და Apple-ის სხვა მოწყობილობები გაზის გაჟონვას დააფიქსირებს. PatentlyApple-ის ინფორმაციით Apple-მა შესაბამისი პატენტი უკვე დაარეგისტრირა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სმარტფონში გაზის ანალიზატორს მოათავსებენ, რომელსაც ტოქსიკურ აირებზე, მათ შორის მეთანზე, აზოტის დიოქსიდზე და ნახშირბადის მონოქსიდზე ექნება რეაგირება. მომწამლავი აირების მაღალი კონცენტრაციის აღმოჩენის შემთხვევას მოწყობილობა არამარტო მის მფლობელს შეატყობინებს, არამედ ის ავტომატურად გაზის საავარიო სამსახურსაც გამოიძახებს.

ექსპერტების აზრით, სმარტფონის გაზის ანალიზატორი სახლებში განთავსებულ ბუნებრივი აირის დეტექტორებს ეფექტურ კონკურენციას გაუწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები