Thumbnail

ტექნოლოგია თვითმავალი ავტომობილებისთვის Jaguar-სგან

  • ტექნოლოგია ადამიანებს მიახვედრებს უპილოტო ტრანსპორტის ქმედებებს
  • Jaguar-ის ტექნოლოგია ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია

მსოფლიოში მუდმივად იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც თვითმავალ ავტომობილებზე მუშაობენ. Google-ის და Tesla Motors-ის თვითმავალი ავტომობილები, იტალიური VisLab,  გერმანული AKTIV და Leonie მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.ბოლო წლებია ამ მიმართულებით ბრიტანული Jaguar-იც გააქტიურდა.

კომპანია არა მხოლოდ თვითმავალ ავტომობილებზე მუშაობს, არამედ  შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც ადამიანებს მიახვედრებს უპილოტო ტრანსპორტის ქმედებებს:  როდის დაიძვრება ავტომობილი ან რა მიმართულებით მოუხვევს. Jaguar-ის მიერ შექმნილ “ენას” არ გააჩნია ტექსტური შეტყობინება, ციფრები ან ხმოვანი სიგნალები. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ფეხით მოსიარულეს ავტომობილის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ყველაზე ეფექტურად ასფალტზე პროეცირებული განათების ხაზებით შეატყობინებენ.სიგნალების დამახსოვრება საკმაოდ მარტივია: დამუხრუჭების დროს ხაზებს შორის მანძილი მცირდება, დაძვრისას კი იზრდება. ხაზები ასევე მიუთითებენ რომელ მხარეს აპირებს ავტომობილი მოხვევას. როგორ მუშაობს Jaguar-ის  ტექნოლოგია პრაქტიკაში შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ  ტექნოლოგია მარტივია, ამიტომ  მისი გამოყენება დედამიწის ნებისმიერ კუთხეშია შესაძლებელი. Jaguar-ის წარმომადგენლების განცხადებით, როდესაც ავტომწარმოებლები თვითმავალი ავტომობილების გამოშვებას მასობრივად დაიწყებენ აუცილებელი გახდება საერთო, უნივერსალური უსაფრთხოების მეთოდის შემუშავება და ტექნოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები