Thumbnail

Youtube კონსპირაციულ თეორიებზე ვიდეოებს რეკომენდაციას აღარ გაუწევს

  • Youtube ვიდეოებს კონსპირაციული თეორიების შესახებ რეკომენდაციას ნაკლებად გაუწევს
  • ცვლილების მიზანი დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან არიდებაა

Youtube-მა განაცხადა, რომ რეკომენდაციების განყოფილებაში მომხმარებლებს ნაკლებად შესთავაზებს ვიდეოებს კონსპირაციული თეორიების შესახებ. სიახლის მიზანი ყალბი ინფორმაციის შემცველი და ექსტრემისტული კონტენტის ნაკლებად გავრცელებაა. ცვლილება შეეხება ვიდეოებს, რომლებიც Youtube-ის წესების დარღვევასთან ახლოს არის, თუმცა ბოლომდე არ არღვევს მას.

“რეკომენდაციებს შევზღუდავთ კონტენტზე, რომელიც Youtube-ის წესების დარღვევის ზღვარზეა და შესაძლოა მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს, მათ შორის ვიდეოები, რომლებშიც საუბარია სერიოზული დაავადებებისთვის “ჯადოსნური განკურნების ხერხებზე”, ბრტყელ დედამიწაზე, მიზანმიმართულად დამახინჯებულ ისტორიულ ფაქტებზე და ა.შ." - Youtube

კომპანიის თქმით, ცვლილება ვიდეოების საერთო რაოდენობის 1%-ზე ნაკლებს შეეხება, თუმცა თუკი პლატფორმაზე ატვირთული ვიდეოების რაოდენობას გავითვალისწინებთ, საუბარი ვიდეოების საკმაოდ დიდ რაოდენობაზეა. 

ცვლილება ძალაში კრიტიკის საპასუხოდ შევიდა, რომლის თანახმად Youtube მცდარი ინფორმაციის შემცველი ვიდეოების გავრცელებას უწყობდა ხელს. რადგან მსგავსი თემატიკის ვიდეოებზე მაყურებლის მხრიდან მაღალი ჩართულობა ფიქსირდებოდა, შესაბამისად პლატფორმის ალგორითმი ავტომატურად კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს სთავაზობდა ვიდეოების ნახვას.

Youtube კონკრეტულ ვიდეოებს, რომელთაც ეს ცვლილებები უნდა შეეხოს, ხელოვნური ინტელექტის და ადამიანური რესურსების ერთობლივი მუშაობით გამოავლენს. 

კომენტარები

ბოლო ამბები