Thumbnail

ავტომობილის პარკირებაზე რობოტი იზრუნებს

  • Stanley Robotics-მა ავტოსადგომებისათვის სპეციალური რობოტები შექმნა
  • რობოტი Stan ავტომობილს პარკირების ადგილას გადაიყვანს

კომპანია Stanley Robotics სპეციალურ რობოტებს ტესტავს, რომლებიც პარკირების ადგილებზე ავტომობილებს მძღოლების ნაცვლად დააყენებენ. Stan- ასე ქვია რობოტს, რომელიც ევროპის აეროპორტებში ავტომობილების პარკირებით დასაქმდება. რობოტმა უკვე გაიარა გამოცდა პარიზის და ლიონის აეროპორტებში, წელს კი მის გატესტვას დიდ ბრიტანეთში აპირებენ.

როგორ მუშაობს Stan? მძღოლს აღარ დასჭირდება ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესვლა და თავისუფალი ადგილის მოძებნა. ის უბრალოდ  ტოვებს მანქანას სპეციალურად გამოყოფილ გარაჟში და მონაცემებს სისტემაში დაარეგისტრირებს. მას შემდეგ, რაც მძღოლი მანქანას დატოვებს, ადგილზე რობოტი მიდის. Stan ბორბლებიან პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც მარტივად ახერხებს ავტომობილის ჩაბმას და პარკირების ადგილზე გადაყვანას. აპლიკაციის მეშვეობით მეშვეობით მძღოლი აგზავნის შეტყობინებას, რომ ის ავტომობილთან ბრუნდება. შეტყობინების მიღებისთანავე Stan მანქანასთან მიდის და იმავე ადგილას აბრუნებს, სადაც მფლობელმა დატოვა. რობოტი ავტონომიურია და სივრცეში ორიენტაციას ლიდარის მეშვეობით ახერხებს.

Stanley Robotics-ის რობოტებს გეთვიკის აეროპორტში 2019 წლის აგვისტოში დაასაქმებენ. თუ სატესტო პერიოდი წარმატებით დასრულდა, აეროპორტი Stan-ის მომსახურებით სარგებლობას გააგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები