- Pixel 3-ით გადაღებული ფოტო სარეკლამო კამპანიისთვის iPhone-ით გადაღებულ ფოტოს შეადარეს
- Apple კამპანიას ჯერ არ გამოხმაურებია
Google-ის სმარტფონის, Pixel-ის ყველა მოდელს გასული წლის ნოემბერში ფუნქცია Night Sight, ანუ ბნელ განათებაში ფოტოს გადაღების ფუნქცია დაემატა. Google ფუნქციის სარეკლამო კამპანიას Pixel 3-ით ღამის შუქზე გადაღებული ფოტოების iPhone Xs-ით გადაღებული ფოტოებთან შედარებით აწარმოებს.
iPhone-ით გადაღებულ ფოტოზე გამოსახული ადამიანის სახის გარჩევა თითქმის შეუძლებელია და ფოტოც მთლიანობაში ბნელია, Pixel 3-ით გადაღებულ ფოტოზე კი ფერების და დეტალების გარჩევა პრობლემას არ წარმოადგენს.
ასევე, iPhone-ით გადაღებულ სურათზე მითითებული წარწერა Phone X ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შესადარებლად ნაგულისხმებია ნებისმიერი სხვა ტელეფონით გადაღებული ფოტო, თუმცა Phone X-ის ჟღერადობით და ფოტოს ქვემოთ განთავსებული წვრილი წარწერით ვხვდებით, რომ საუბარი სწორედ Apple-ის ტელეფონზეა.
Pixel 3-ის სარეკლამო კამპანიას Apple ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
კომენტარები