Thumbnail

გენმოდიფიცირებული ქათმის კვერცხს კიბოს განსაკურნებლად გამოიყენებენ

  • გენმოდიფიცირებული ქათმის კვერცხები კიბოს გარკვეულ ფორმებს კურნავს
  • მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კიბოს საწინააღმდეგო კვერცხის კომერციალიზაციას შეძლებენ

მეცნიერებმა შექმნეს გენეტიკურად მოდიფიცირებული ქათმები, რომელთა მიერ დადებული კვერცხი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ართრიტს და კიბოს გარკვეულ ფორმებს კურნავს. ამის შესახებ BBC წერს.

კვერცხისგან მეცნიერები ორი ტიპის ცილას მოიპოვებენ: IFN alpha 2a-ს, რომელსაც ანტივირუსული და კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და Macrophage-CSF-ს, რომელიც დაზიანებულ უჯრედებს აღდგენაში ეხმარება.

მეცნიერების თქმით, ამ პროცესში ქათმებს არანაირი დისკომფორტი არ ექმნებათ, მათ “კომფორტული ცხოვრება აქვთ” და ისინი ფერმაში მცხოვრებ ცხოველებზე მეტად არიან განებივრებულები. 

“ისინი დიდ სივრცეში ცხოვრობენ და მათ კეთილდღეობაზე ყოველდღიურად მაღალკვალიფიციური ადამიანები ზრუნავენ. ქათმებისთვის ეს პროცესი ჩვეულებრივი კვერცხის დადების მსგავსია.”

ნივთიერებების ამ გზით მოპოვება 100-ჯერ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მათი ქარხნულად წარმოება. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში გენმოდიფიცირებული ქათმის კვერცხის, როგორც სამკურნალო მეთოდის კომერციალიზაციას და მედიცინაში მის ფართოდ გამოყენებას შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები