Thumbnail

უპილოტო საფრენი აპარატები ახალ ტექნოლოგიას მიიღებენ

  • ბრიტანეთში უპილოტო საფრენი აპარატები ახალ ტექნოლოგიას მიიღებენ
  • ტექნოლოგია აპარატებს თვითმფრინავებთან შეჯახების არიდებაში დაეხმარებათ

უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაში იმყოფებიან, დამატებით ფუნქციას შეიძენენ. აპარატები აღიჭურვებიან ჰაერში სხვა ობიექტებთან შეჯახების თავიდან არიდების სისტემით. ეს ფუნქცია უპილოტო საფრენ აპარატებს სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებთან ერთად ერთ საჰაერო სივრცეში ფრენის შესაძლებლობას მისცემთ. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ახალი ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ კონტრაქტს ამერიკულ კომპანია General Atomics-თან გააფორმებს.

უპილოტო საფრენი აპარატების თვითმფრინავებთან ერთად საჰაერო სივრცეში ყოფნა აკრძალულია, რადგან საფრენ აპარატებს შორის შეჯახების რისკი იზრდება. საჰაერო სივრცის გადატვირთვა სამოქალაქო და სატვირთო თვითმფრინავებს დამატებით საფრთხეს უქმნის. თუმცა ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების  Protector RG Mk.1.-ის უპილოტო საფრენი აპარატები მიიღებენ, რისკს მინიმუმამდე შეამცირებს. ტექნოლოგია აპარატს საშუალებას აძლევს განსაზღვროს ჰაერში თვითმფრინავების და სხვა უპილოტო აპარატების განლაგება, გათვალოს ფრენის ტრაექტორია და თავი აარიდოს შეჯახებას.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში დიდი ბრიტანეთის სიდიდით მეორე გეთვიკის აეროპორტი 36 საათის განმავლობაში დაიხურა საჰაერო სივრცეში გაურკვეველი დრონების გამოჩენის გამო. შედეგად 1000-ზე მეტი რეისი გადაიდო და 140 ათასზე მგზავრი საათობით ელოდა აეროპორტის ამუშავებას

ასევე ნახეთ: ლონდონის ჰითროუს და გატვიკის აეროპორტებში დრონების საწინააღმდეგო სისტემები დაამონტაჟეს

კომენტარები

ბოლო ამბები