Thumbnail

ფლორიდის მუზეუმში სალვადორ დალი “გააცოცხლეს”

  • დალის მუზეუმის ვიზიტორებს საგამოფენო დარბაზში მხატვრის ციფრული კოპიო დახვდებათ
  • ვირტუალური დალი თავის ნამუშევრებზე და ხელოვნებაზე ისაუბრებს

ცენტრალური ფლორიდის ქალაქ სენთ პითერსბურგში 1982 წელს სალვადორ დალის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში თავმოყრილია დალის ნამუშევრების მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია. წელიწადში მუზეუმს 200 ათასამდე ვიზიტორი ჰყავს.

სალვადორ დალის მუზეუმის შენობა სენთ პითერსბურგში
 

2019 წლის აპრილიდან დალის მუზეუმში მისულ სტუმრებს უჩვეულო გამოფენა დახვდებათ. Dali Lives - ასე ჰქვია კონცეფციას, რომელსაც მუზეუმი დამთვალიერებლებს შესთავაზებს.საგამოფენო დარბაზებში დიდი ეკრანები განთავსდება. ეკრანზე ღილაკის დაჭერის შემდეგ თქვენს წინაშე “მატერიალიზდება” მხატვრის ციფრული კოპიო, რომელიც გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე ისაუბრებს.

პროექტის იდეა მუზეუმების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ტენდენციამ გამოიწვია. მუზეუმმა მოიწვია პროფესიონალთა ჯგუფი Goodby Silverstein & Partners. მუშაობის დროს გამოიყენეს დალის ვიდეოჩანაწერები იმისათვის, რომ ხელოვნურ ინტელექტს მხატვრის მიმიკა შეესწავლა და მისი იმიტაცია მოეხდინა. ვირტუალური დალის შესაქმნელად დასჭირდათ მსახიობის დახმარებაც, რომელიც აღნაგობით მხატვარს ჰგავდა.

ვირტუალური დალი ისაუბრებს არა მხოლოდ თავის შემოქმედებაზე და ნამუშევრებზე, არამედ იმ მოვლენებზეც, რაც 1989 წლიდან- მისი სიკვდილის შემდეგ მოხდა. კონცეფციის მიხედვით, დალის “კლონმა” საგანმანათლებლო მისია უნდა შეასრულოს, მაგრამ ამავე დროს ისეთივე სიურეალისტური უნდა იყოს, როგორც თავად მხატვრის შემოქმედება.

როგორ გამოიყურება და საუბრობს  ვირტუალური სალვადორ დალი შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში.

კომენტარები

ბოლო ამბები