Thumbnail

iPhone-ის ფასი გარკვეულ ქვეყნებში შემცირდება

  • iPhone-ის ფასი შემცირდება ქვეყნებში, რომელთა ვალუტა ბოლო წლის განმავლობაში გაუფასურდა
  • ტიმ კუკი იმედოვნებს, რომ ამ გზით iPhone-ების გაყიდვები კვლავ გაიზრდება

Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის თქმით, iPhone-ის ფასები გარკვეულ ქვეყნებში შემცირდება. ამის შესახებ მან Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა. ტიპ კუკმა აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით iPhone-ის გაყიდვებისგან მიღებული შემოსავალი 15%-ით შემცირდა. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნებში ვალუტების გაუფასურებამ iPhone-ების ფასი საგრძნობლად გაზარდა, რამაც მის გაყიდვებზეც იქონია გავლენა.

“ქვეყნებში, რომლებშიც სახელმწიფო ვალუტა გასული წლის განმავლობაში გაუფასურდა, iPhone-ის საფასური მის სტანდარტულ ფასთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული ქვეყნების მაკროეკონომიკური მდგომარეობა, რათა კვლავ შევძლოთ ტელეფონის ფასების დარეგულირება, რაც გაყიდვების რაოდენობას კვლავ გაზრდის” - ტიმ კუკი

კუკმა აღნიშნა, რომ ამერიკული დოლარის გამყარებამ საგრძნობლად გააძვირა Apple-ის პროდუქცია სხვა ქვეყნებში, მაგალითად კი თურქეთი მოიყვანა. მისი თქმით, 2018 წლის განმავლობაში თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 33%-ით გაუფასურდა, რის შედეგადაც 2018 წლის ბოლო 4 თვის მონაცემებით თურქეთის ბაზარზე iPhone-ების გაყიდვით მიღებული შემოსავალი 700 მილიონი დოლარით შემცირდა. 
 
ტიმ კუკის თქმით, განვითარებად ბაზრებზე iPhone-ის ფასის ზრდის ტენდენციიდან გამომდინარე კონკრეტულ ქვეყნებში ტელეფონის ფასი დაიკლებს და მის სტანდარტულ ფასს გაუთანაბრდება. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები