Thumbnail

კიბოს ერთ წელიწადში სრულად განვკურნავთ - ებრაელი მეცნიერები

  • ებრაელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კიბოს განკურნავენ
  • ამერიკის კიბოს კვლევის ასოციაცია სკეპტიკურად არის განწყობილი

ებრაელი მეცნიერების მცირე ჯგუფი ირწმუნება, რომ ერთი წლის განმავლობაში კიბოს სრულად განკურნავენ. ამის შესახებ The Jerusalem Post წერს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მკურნალობა გვერდითი მოვლენების გარეშე, მარტივი, ეფექტური და ხელმისაწვდომი იქნება. 

მეცნიერების განმარტებით, კიბოს მკურნალობის მეთოდს თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად მოარგებენ - მათ ჩაუტარდებათ ბიოფსია, რა გზითაც ლაბორატორიულად დადგინდება კონკრეტულად რა ტიპის რეცეპტორებია განსაკუთრებით გააქტიურებული. შემდეგ პაციენტებს შესაბამის მოლეკულების კოქტეილს დაუნიშნავენ, რომლის მიღებაც მათ მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში მოუწევთ.

“კიბოს განკურნების ეს მეთოდი პირველივე დღიდან ეფექტურად იმუშავებს, მას არ ექნება გვერდითი მოვლენები და ის სხვა მკურნალობის მეთოდებთან შედარებით პაციენტებისთვის ბევრად ხელმისაწვდომი იქნება. გვჯერა, რომ ერთი წელიწადში კიბოს სრულად განვკურნავთ” - დან არიდორი, მეცნიერი

ებრაელი მეცნიერების დაპირებას სკეპტიკურად უყურებს ამერიკის კიბოს კვლევის ასოციაცია. ასოციაციის წარმომადგენელი ლენ ლიხტენფელდი აცხადებს, რომ მოხარულები იქნებიან თუ ებრაელი მეცნიერები მართლაც შექმნიან კიბოს წამალს. ლიხტენფელდი ასევე აღნიშნავს, რომ მეთოდის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული არ არის, ამიტომ მცდარი მოლოდინები არ უნდა შეიქმნას.
 

კომენტარები

ბოლო ამბები