Thumbnail

Messenger-ის WhatsApp-ის და Instagram-ის ჩატები წელს არ გაერთიანდება

  • Messenger-ის WhatsApp-ის და Instagram-ის ჩატების გაერთიანება ერთი წლით გადაიდო
  • მარკ ცუკერბერგის განცხადებით, გაერთიანებამდე შესათანხმებელია გარკვეული დეტალები

The New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით Facebook-ი მესენჯერის, ინსტაგრამის და WhatsApp-ის ჩატების გაერთიანებას და მიმოწერის საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს, თუმცა მარკ ცუკერბერგის ახალი განცხადების თანახმად, ამ სიახლეს 2020 წლამდე არ უნდა ველოდოთ.

“აპლიკაციების გაერთიანებაზე ფიქრი ჯერ ადრეა, ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევი გვაქვს” - მარკ ცუკერბერგი

მიუხედავად იმისა, რომ რომ ცუკერბერგმა აპლიკაციების გაერთიანების ტექნიკურ დეტალებზე არ ისაუბრა, მან ყურადღება ცვლილების დადებით მხარეებზე გაამახვილა, მათ შორის დაშიფრული კომუნიკაციის  უპირატესობებსა და გაერთიანებული მიმოწერის პლატფორმის ფუნქციურ მრავალფეროვნებაზე. 

ცვლილების შემდეგ თითოეული აპლიკაცია ფუნქციონირებას დამოუკიდებლადაც განაგრძობს.
 

კომენტარები

ბოლო ამბები