Thumbnail

ევროკავშირი პლასტმასის წარმოებას კიდევ უფრო შეზღუდავს

  • ევროკავშირში პლასტმასის ნაწილაკების წარმოების აკრძალვა სურთ
  • პროექტის ამოქმედებას რამდენიმე წელი დასჭირდება

ოკეანის პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურება გლობალური პრობლემაა. პლასტმასის ბოთლები და პოლითილენის პარკები ეკოსისტემას უდიდეს საფრთხეს უქმნის. განსაკუთრებით საშიშია მცირე ზომის პლასტმასის ნაწილაკები, რომლებიც გვხდება კოსმეტიკაში, სარეცხ საშუალებებში და სასუქებში.

ყოვეწლიურად მხოლოდ ევროპა გარემოს 40 ათასამდე ტონა პლასტმასის ნაწილაკებით აბინძურებს. ევროპის ქიმიურმა სააგენტომ წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც მსგავსი პროდუქციის წარმოება 90 პროცენტით უნდა შემცირდეს. იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირმა ეს ინიციატივა მიიღო, მომდევნო 20 წელიწადში გარემოში 4,4  მილიონი ტონა მავნე ნარჩენები აღარ მოხვდება.

საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის და მიღების პროცესი სწრაფი არ იქნება. ევროპის ქიმიურმა სააგენტომ 15 თვის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელიც ინიციატივის მისაღების საფუძველი უნდა გახდეს. შემდეგ დოკუმენტი ევროკომისიას გადაეგზავნება, რომელიც მას სამთვიან ვადაში შეისწავლის და კანონპროექტს მოამზადებს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ევროკავშირმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადი პლასტმასის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ამ ჩამონათვალში მოხვდა ისეთი პროდუქცია, როგორიცაა კოქტეილის საწრუპი პლასტმასის ჯოხები, ბამბის ჩხირები და ერთჯერადი ჭურჭელი: პლასტმასის თეფშები, ჭიქები და დანა-ჩანგალი. აკრძალვა ძალაში 2021 წლიდან უნდა შევიდეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები