Thumbnail

ბოტასს ავტომატური თასმებით პუმაც გამოუშვებს

  • პუმა ავტომატურ თასმებიან ბოტასს გამოუშვებს
  • სპორტული ბრენდი კონკურენციას Nike-ს გაუწევს

ტელეფონთან, უკაბელო ყურსასმენებთან და სხვა სმარტ მოწყობილობებთან ერთად მალე ფეხსაცმელების დატენვაც მოგიწევთ - პუმა გეგმავს გამოუშვას ბოტასი, რომლის თასმების რეგულირებაც აპლიკაციიდან იქნება შესაძლებელი. კომპანია კონკურენციას Nike-ს გაუწევს, რომელმაც მსგავსი ბოტასის უკვე არაერთი ვერსია გამოუშვა.
 
პუმას სმარტ ბოტასები სახელწოდებით “Fi” აღჭურვილია სპეციალური ელემენტით, რომელიც უკაბელოდ იტენება. შესაძლებელია ელემენტის შეცვლაც. 
 

“ძალიან გვინდოდა ციფრული ტექნოლოგიების უპირატესობების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა. უკვე ნათლად ვხედავთ ამ მიმართულებით განვითარების გზებს” - პუმას ინოვაციების განვითარების ხელმძღანელი ჩარლს ჯონსონი

“Fi” ბაზარზე 2020 წლის გაზაფხულზე გამოვა. მისი ღირებულება 330 დოლარია, რაც Nike Adapt BB-ს ღირებულებაზე ოდნავ ნაკლებია - Nike-ის ავტომატურ თასმებიანი ბოტასი 350 დოლარი ღირს. 

კომენტარები

ბოლო ამბები