Thumbnail

Volkswagen-მა ელექტრო ბაგის კონცეფტი წარმოადგინა

  • Volkswagen ელექტრო ბაგის გამოუშვებს
  • კომპანია ელექტრომობილების წარმოებაზე გადასავლელად 44 მილიარდ ევროს გამოყოფს

2026 წლიდან Volkswagen ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს აღარ გამოუშვებს და სრულად გადაერთვება ელექტრომობილების წარმოებაზე. კონცერნი არა მხოლოდ კლასიკური სედანების და ქროსოვერების გამოშვებას აპირებს.

Volkswagen-ის ბაგი სავარაუდოდ გერმანული ავტოგიგანტის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ავტომობილი გახდება.ელექტრომობილი გარკვეულწილად წააგავს Meyers Manx-ის ბაგის, რომელსაც 1965-71 წლებში კალიფორნიაში აწარმოებდნენ. მიუხედავად ამისა, ვიზუალურად ელექტრომობილი უფრო თანამედროვე და ფუტურისტულია.

Meyers Manx-ის ბაგი

ელექტრომობილების წარმოებაზე გადასასვლელად 2023 წლისთვის Volkswagen 44 მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს. კომპანიამ სოლიდური თანხა უნდა დახარჯოს თვითმავალი ელექტრომობილების შექმნისათვის. Volkswagen-ში იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში კომპანია ყოველწიურად 50 მილიონი ელექტრომობილის გამოშვებას შეძლებს. Volkswagen-ის ელექტრომობილების ფასიც შედარებით დაბალი იქნება. Tesla-სგან განსხვავებით, რომლის ყველაზე ბიუჯეტური მოდელი 45 ათასი დოლარი ღირს, Volkswagen-ის ბიუჯეტური ელექტრომობილი 21 ათასი დოლარი ეღირება.

ასევე ნახეთ: Volkswagen 2026 წლიდან ბენზინზე მომუშავე მანქანებს აღარ გამოუშვებს

კომენტარები

ბოლო ამბები