Thumbnail

Mercedes - Benz-ის ელექტრო მინივენი - ოჯახისთვის იდეალური ტრანსპორტი

  • ჟენევის ავტოგამოფენაზე Mercedes-Benz ელექტრო მინივენს წარმოადგენს
  • ელექტრო მინივენი MPV გაყიდვაში 2022 წლიდან იქნება

ჟენევის ყოველწიურ ავტოგამოფენაზე, რომელიც მარტში გაიმართება, Mercedes- Benz კონცეფტუალურ ელექტრო მინივენ MPV-ს წარმოადგენს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტრომობილის მიზნობრივი სეგმენტი ოჯახებია.  შესაბამისად მას ძვირფასი და კომფორტული ინტერიერი აქვს. Mercedes- Benz-ის დირექტორთა საბჭოს წევრის უილფრიდ პორტის განცხადებით:

ელექტრო მინივენი ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ამ კლასის ავტომობილებს შორის MPV გამორჩეული იქნება. ახალი მინივენი იმ პროექტის ნაწილია, რომელიც კომპანიამ ელექტროფურგონების წარმოების მხრივ დაიწყო და რომელსაც eDrive@VAN  ეწოდება.

მთლიანობაში Mercedes Volkswagen-ის მსგავსად უახლოეს წლებში აქცენტს ელექტრომობილების სხვადასხვა მოდელების წარმოებაზე აიღებს. 2022 წლისთვის გერმანული კომპანია ელექტრომობილების  10 ახალი მოდელის წარდგენას გეგმავს. დაწყებულია სატვირთო ელექტრომობილის Actros-ის გამოცდა, Mercedes-ის პირველი ელექტრო ავტობუსი eCitaro კი უკვე 2018 წლიდან გაყიდვაშია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები