Thumbnail

სამსუნგი ტელეფონებისთვის 1TB-იან ჩიპს გამოუშვებს

  • სამსუნგი 1 ტერაბაიტიან უნივერსალურ ჩიპს გამოუშვებს
  • ჩიპის წაკითხვის სიჩქარე სტანდარტულ ჩიპებზე 10-ჯერ მეტია

სამსუნგმა ტელეფონებისთვის ახალი, 1 ტერაბაიტი მოცულობის უნივერსალური ჩიპის გამოშვება დააანონსა. კომპანია ჩიპის მასობრივად წარმოებას გეგმავს, შესაბამისად ტელეფონების მეხსიერების 1 ტერაბაიტამდე გაზრდა სხვა კომპანიებისთვისაც იქნება შესაძლებელი. 
 
სამსუნგის წარმომადგენლის თქმით, 1 ტერაბაიტიანი eUFS ჩიპის დახმარებით მომავალი თაობის ტელეფონებით სარგებლობა კიდევ უფრო მიუახლოვდება ლეპტოპით სარგებლობის გამოცდილებას. ახალი ჩიპის ზომა ამჟამად მოცულობით ყველაზე დიდი, 512GB-იანი უნივერსალური ჩიპის იდენტურია, მისი წაკითხვის სიჩქარე კი სტანდარტულ microSD ჩიპებზე 10-ჯერ სწრაფია. 
 
სამსუნგი თავისივე უნივერსალურ ჩიპს სავარაუდოდ 1 ტერაბაიტიანი შიდა მეხსიერების მქონე ტელეფონის შესაქმნელად გამოიყენებს, რის ალბათობას ზრდის გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Samsung Galaxy S10-ს 12GB ოპერატიული მეხსიერება 1TB შიდა მეხსიერება ექნება. 
 

 

კომენტარები

ბოლო ამბები