Thumbnail

მეცნიერები დიაბეტიკებს ღვინის დალევას ურჩევენ

  • ებრაელმა მეცნიერებმა დიაბეტიკებს კვლევა ჩაუტარეს
  • დადგინდა, რომ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებისთვის ღვინო სასარგებლოა

მკვლევართა ჯგუფმა ბენ გურიონის უნივერსიტეტიდან( ისრაელი) ორწლიანი კვლევა ჩაატარა, რომელშიც დიაბეტით დაავადებული 224 ადამიანი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის პერიოდში დიაბეტით დაავადებულები იცავდნენ დიეტას, მაგრამ მინერალურ წყალთან ერთად თეთრ და წითელ ღვინოს მიირთმევდნენ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ღვინო აფერხებს დიაბეტით დაავადებულებში ათეროსკლეროზის განვითარებას. ამასთან ერთად, ექსპერიმენტის მონაწილეებს გულის რითმის სტაბილური მაჩვენებელი დაუფიქსირდათ. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც დიაბეტის მეორე ტიპით არის დაავადებული ღვინის ზომიერად მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თუმცა კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და დიეტის დაცვა.

მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით 420 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. დაავადების ძირითადად მიზეზად არასწორი კვება და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი სახელდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები