Thumbnail

Boeing კოსმოსური ხომალდის გამოცდისთვის ემზადება

  • CST-100 Starliner-ის პირველი უპილოტო მისია მარტში შესრულდება
  • მისიის წარმატების შემთხვევაში აგვისტოში Boeing-ის ხომალდი ასტრონავტებს გადაიყვანს

Boeing-ის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს ხომალდ CST- 100 Starliner-ის კოსმოსში გაშვების თარიღი. აპარატს კოსმოსში ფლორიდაში, კანავერალის კონცხის კოსმოდრომიდან მარტში გაუშვებენ.უპილოტო მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აგვისტოში ხომალდი უკვე ასტრონავტებს გადაიყვანს. CST- 100 Starliner-ში შვიდი ასტრონავტის განთავსებაა შესაძლებელი. ორბიტაზე აპარატს United Launch Alliance-ის რაკეტა მატარებელი Atlas V გაიყვანს.

CST- 100 Starliner-ზე Boeing 2010 წლიდან მუშაობდა
 
რაკეტა მატარებელი Atlas V

CST - 100 Starliner-ს “კოსმოსურ ტაქსისაც” უწოდებენ. ხომალდის შექმნაზე Boeing 2010 წლიდან მუშაობდა. მის ასაწყობად დეტალები 425 მომწოდებელმა 37 სხვადასხვა შტატიდან გამოაგზავნა. ხომალდის გამოცდა 2018 წლის აგვისტოში იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული ტექნიკური ხარვეზების გამო CST - 100 Starliner-ის კოსმოსში გაშვება 2019 წლისთვის გადაიდო.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

სავარაუდოდ, 2019 წლის შემდეგ NASA Boeing-ის და კიდევ ერთი კერძო კომპანიის Space X-ის ხომალდებს რეგულარულად გამოიყენებს ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადასაყვანად. 2011 წლიდან მოყოლებული, როდესაც “შათლების” პროგრამა დაიხურა, NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გადასაყვანად რუსული "როსკოსმოსის" ხომალდებს იყენებს. კერძო ამერიკულ კომპანიებთან Boeing-თან და Space X- თან თანამშრომლობა NASA-ს შესაძლებლობას მისცემს რუსული კოსმოსური ხომალდები აღარ გამოიყენოს.

კომენტარები

ბოლო ამბები