Thumbnail

Panasonic ახალ კამერებს აანონსებს - ყველაზე სწრაფი AF სისტემით!

კახა მშვიდობაძე პროფილის ფოტო
კახა მშვიდობაძე
  • კომპანიამ ორი ახალი მოდელი ლონდონში წარადგინა
  • Lumix S1R ფოტოზეა ორიენტირებული, Lumix S1 უფრო მეტად ვიდეოზე
  • ჩამოთვლილი 2 იაპონური კორპორაციის პირველი არასარკული სრულფორმატიანი კამერებია

პანასონიკმა 2018 წლის Photokina-ზე ახალი სრულფორმატიანი არასარკული (mirrorless) კამერების გამოშვება პირველად დააანონსა. იმ დროისთვის მათი ორი კამერის, LUMIX S1 და S1R, არც ტექნიკური მონაცემები და მითუმეტეს არც ფასი იყო ცნობილი. ლონდონში BSC Expo 2019-ზე, ბრენდის მოყვარულებს სიახლე დახვდათ - პანასონიკმა ორივე მოდელის ტექნიკური მონაცემები, ფასებთან ერთად გაასაჯაროვა.

პანასონიკი S1 და S1R კამერებში ობიექტივებისთვის Leica-ს  L სამაგრს (mount) გამოიყენებს. ასევე ოფიციალურად დაანონსდა 3 ახალი ობიექტივის გამოშვება: LUMIX S PRO 50mm f/1.4;  LUMIX S Pro 70-200mm f/4 O.I.S. და LUMIX S 24-105mm f/4 Macro O.I.S. ახალი კამერებისთვის 10 ახალი ობიექტივის გამოშვებას პანასონიკი 2020 წლისთვის გეგმავს.

Lumix S სერია ბრენდის პირველი fullframe mirrorless კამერაა

Lumix S1R უფრო ფოტოგრაფიაზეა ორიენტირებული, კამერა 47.3 მეგაპიქსელიანი სრულფრომატიანი (36x24მმ) CMOS-ის სენსორით არის აღჭურვილი. აქვს  High Resolution Mode, რომელიც 187 მეგაპიქსელიანი ულტრა მაღალი სიზუსტით გადაღების საშუალებას იძლევა. პანასონიკის გუნდის მტკიცებით ბაზარზე ყველაზე სწრაფი AF და Tracking სისტემა ექნებათ.

S1 და S1R ორივე კამერა 5-AXIS შიდა სტაბილიზაციით არის აღჭურვილი, რომელიც, როგორც ფოტო ასევე ვიდეო რეჟიმში მუშაობის დროს თანაბრად კარგად მუშაობს. გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემა მუშაობს როგორც ობიექტივზე უკვე არსებული სტაბილიზაციის სისტემებთან, ასევე იმ ობიექტივებთან რომლებსაც სტაბილაზიის სისტემა არ გააჩნიათ.

რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, ორივე კამერას 4K/60p ჩაწერის საშუალება აქვს, თუმცა მხოლოდ 8bit 4:2:0 Long-GOP 150mbps. გამოსახულების ჩასაწერად აქვს ორი ჩიპის ბუდე, როგორც SDXC ასევე XQD. Slow Motion-ის გამოყენების დროს, 1080p-ს შემთხვევაში მაქსიმალური კადრების რაოდენობა არის 150 fps (PAL).

Lumix S1 უფრო ვიდეო გადაღებისთვის არის ორიენტირებული. ჰიბრიდული კამერა 24 მეგაპიქსელიანი სენსორით არის აღჭურვილი. 4K/50p და 4K/60p-ის რეჟიმის დროს კამერა 1.5x-ით ფაქტორით კროპავს და APS-C სენსორის ზომას იყენებს. 4K/25p-ში გადაღების შემთხვევაში Lumix S1     სენსორის სრულ ზომას იყენებს. სათქმელია ისიც, რომ 4K/50p-ს გამოყენების დროს კამერას სტანდარტული 30 წუთის ნაცვლად 15 წუთიანი ჩაწერის ლიმიტი აქვს.  მას აქვს სრული HDMI გამოსვლელი და თავსებადია იგივე ბრენდის DMW-XLR1 აუდიო ინტერფეისთან, რომელსაც GH5/GH5s-ის ბევრი მომხმარებელი იყენებს. 

პანასონიკმა ასევე დაანონსა ფასიანი განახლება S1-სთვის, რომლის მეშვეობითაც უკეთესი გამოსახულების მიღება შესაძლებელი იქნება. განახლების ფასი ცნობილი არ არის, სავარაუდოდ იგი 100$-ის ფარგლებში იქნება.

განახლების ტექნიკური მონაცემები

4K/24,25,30p (10-bit 4:2:2 Long-GOP) internal
4K 60p/50p (10bit 4:2:2 Long-GOP) via HDMI output
V-Log

კამერების ფასს რაც შეეხება, Lumix S1 body 2500$-ის ფარგლებში ეღირება, Lumix S1R body-ის ღირებულება კი დაახლოებით 3700$ შეადგენს.

გახდება თუ არა პანასონიკის სრულფორმატიანი არასარკული ჰიბრიდული კამერები ისეთივე პოპულარული როგორიც მათი MFT კამერები, ამას დრო და კამერების რეალური შესაძლებლობები გვიჩვენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები