Thumbnail

Google-მა სმენადაქვეითებულებისთვის ახალი ფუნქციები წარადგინა

  • Live Transcribe და Sound Amplifier სმენადაქვეითებულებს დაეხმარება
  • ახალი ფუნქციები Google Play Store-ში იქნება ხელმისაწვდომი

Google-მა Android-ის ორი ახალი ფუნქცია წარადგინა: ტრანსკრიფცია რეალურ დროში (Live Transcribe) და ხმის გამაძლიერებელი (Sound Amplifier). ორივე ფუნქცია სმენადაქვეითებულ ადამიანებზეა გათვლილი. 

აპლიკაცია Live Transcribe საუბარს ფაქტობრივად რეალურ დროში გარდაქმნის ტექსტის ფორმატში, რაც ადამიანებს კომუნიკაციას საგრძნობლად გაუმარტივებს, Sound Amplifier-ის ფუნქციის დახმარებით კი ადამიანები, რომელთაც კარგად არ ესმით, შეძლებენ სმარტფონის ხმის პარამეტრები თავიანთი სმენის შესაბამისად გაასწორონ და ხმის ჟღერადობა გააძლიერონ.
 
ორივე ფუნქცია Google-ის სმარტფონ Pixel 3-ში ქარხნულად იქნება დაინსტალირებული, სხვა ტელეფონებისთვის კი Google Play Store-ში იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები