Thumbnail

The Guardian-ზე ბოტის მიერ დაწერილი სტატია გამოქვეყნდა

  • სტატია ავტომატურმა სისტემამ შექმნა
  • ჟურნალისტები სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხის წინაშე არ დგანან

გამოცემა Guardian-ში ავტომატური სისტემის, Report Mate-ის მიერ დაწერილი სტატია გამოქვეყნდა. პროგრამა ამბავს ადამიანის ჩართულობის გარეშე, მონაცემთა ბაზისა და სტატიის შაბლონისგან ქმნის. 
 
ექსპერიმენტალურმა ავტომატიზებულმა სისტემამ პირველი სტატია ავსტრალიის პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებზე დაწერა. Report Mate-მა სტატიას თან შემოწირულობების შესახებ მონაცემების ვიზუალიზაციაც დაურთო.

სტატიის შექმნის პროცესი

Report Mate-ის შემქმნელის, ავსტრალიური Guardian-ის რედაქტორის, ნიკ ევერშედის თქმით, უმჯობესია ავტომატურ სისტემებს მივანდოთ ისეთი სტატიების დაწერა, რომელთაც მონაცემთა ანალიზი, შესაბამისად მათემატიკური გამოთვლები სჭირდება, ჟურნალისტებმა კი დრო უფრო სიღრმისეულ ჟურნალისტურ გამოძიებებს დაუთმონ.

“შესაძლოა, სამომავლოდ უფრო დახვეწილი ამბის მთხრობელი ავტომატიზებული სისტემებიც შეიქმნას, თუმცა ჟურნალისტებს სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებათ - ხელოვნური ინტელექტი ანალიტიკურ სტატიებს დამოუკიდებლად კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვერ დაწერს. - ნიკ ევერშედი

კომენტარები

ბოლო ამბები