Thumbnail

მესენჯერი გაგზავნილი მესიჯების წასაშლელად 10 წუთს მოგცემთ

  • შეცდომით გაგზავნილი მესიჯის წასაშლელად 10 წუთი გექნებათ
  • მარკ ცუკერბერგმა ყველა თავისი მიმოწერა ჯერ კიდევ გასულ წელს წაშალა

Facebook Messenger-ის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მესიჯი გაგზავნიდან 10 წუთის განმავლობაში წაშალონ ისე, რომ ის მის მიმღებთანაც არ გამოჩნდეს. შესაბამისად, თუკი წერილს არასწორ ადრესატს გაუგზავნით, შეცდომის გამოსწორებას მარტივად შეძლებთ.

მესიჯის წასაშლელად უნდა დააკლიკოთ მესიჯს, შემდეგ მესიჯის წაშლას, რა დროსაც მესენჯერი გკითხავთ, წაიშალოს თუ არა წერილი ადრესატთანაც. ადრესატთან მესიჯის წაშლის შემთხვევაში მესიჯი სრულად არ გაქრება - მიმღები ნახავს, რომ მესიჯი წაშლილია გამომგზავნის მიერ.

Facebook-მა ფუნქცია ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, მას შემდეგ დააანონსა, რაც კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა თავისი გზავნილები მათი ადრესატების ინბოქსებიდან წაშალა.

კომენტარები

ბოლო ამბები