Thumbnail

სმარტფონებს 230 ახალი ემოჯი დაემატება

  • სმარტფონებს ახალი Emoji-ები 2019 წლის განმავლობაში დაემატება
  • ძირითადი აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობაზე გაკეთდა

Unicode Consortium-მა საბოლოოდ დაადასტურა იმ Emoji-ების სია, რომლებიც სმარტფონებს 2019 წელს დაემატება. ამის შესახებ Emojipedia წერს. 230 ახალ Emoji-ს შორის გვხვდება ფლამინგო, წავი, უსინათლოების გამცილებელი ძაღლი, ვაფლი, ინდუისტური ტაძარი, ინდური სარი და ცხოველი ზარმაცა. მომხმარებლების თხოვნით სიაში მოხვდა თეთრი გულიც.

Emoji-ების ევოლუცია წლების მიხედვით

გასულ წლებში ძირითადი აქცენტი რასობრივ და გენდერულ ჩართულობაზე კეთდებოდა, წელს კი Emoji-ების სახით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მათ შორის უსინათლო და ეტლით მოსარგებლე ადამიანებსაც ვხვდებით.

ყველა Emoji-ს დიზაინის სანახავად ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები