Thumbnail

უპილოტო საფრენ აპარატს ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია

  • AT 200 პირველი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია
  • აპარატის სერიული წარმოება 2019 წლიდან დაიწყო

ჩინურმა კომპანია Star UAV System-მა უპილოტო აპარატ AT 200-ის სერიული წარმოება დაიწყო, რომელიც სატრანსპორტო დანიშნულებით გამოიყენება. AT 200 თვითმფრინავ P 750 XSTOL ბაზაზე შეიქმნა, რომელსაც ახალ ზელანდიაში უშვებენ. აპარატს პირველ რიგში გამოარჩევს ის, რომ ტონანახევრამდე ტვირთის გადატანა შეუძლია. AT 200 მსოფლიოში პირველი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია.

უპილოტო  საფრენი აპარატის სხვა ტექნიკური მახასიათებლებიც შთამბეჭდავია. მისი ასაფრენი მასა 3,4 ტონაა, შეუძლია დაჯდომის გარეშე იფრინოს 2 200 კილომეტრი. აპარატის მაქსიმალური სიჩქარე 313 კმ/სთ-ია. AT 200-ის სატესტო რეჟიმში გამოცდიდან აპარატის სერიულ წარმოებამდე 2 წელიწადზე ნაკლები გავიდა.

AT 200-ს ფრენის შესასრულებლად  200 მეტრიანი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლიც ყოფნის. ეს ფაქტორი აპარატის რთული რელიეფის მქონე რეგიონებში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. სავარაუდოდ, საფრენი აპარატის ძირითადი დანიშნულება სწორედ მთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სურსათით მომარაგება იქნება. პროექტის დამკვეთი ჩინური საკურიერო კომპანია SF Express-ია, რომელმაც კონტრაქტის მიხედვით წლის ბოლომდე სამი უპილოტო საფრენი აპარატი უნდა მიიღოს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები