Thumbnail
  • Model 3-ის სამივე მოდელი უფრო ხელმისაწვდომი გახდა
  • ავტომობილი ევროპის ბაზარზე ფასდაკლების გარეშე შევიდა

ტესლამ Model 3-ის ფასი 11 000 დოლარით შეამცირა. ფასის დაკლების შემდეგ, კომპანიის ყველაზე დაბალბიუჯეტური მანქანის ფასი 42 000 დოლარს შეადგენს, აშშ-ის ფედერალური დახმარების გრანტით სარგებლობის შემთხვევაში კი Model 3-ის ფასი 35,000 დოლარია. ფასდაკლება მანქანის სამივე მოდელს შეეხო. კომპანიის გენერალური დირექტორის, ელონ მასკის თქმით, მომხმარებლისთვის ამ ფასის შეთავაზება “საკმაოდ რთული იყო”.

Electrek-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილის ფასის კლება კომპანიის რეფერალური პროგრამის დასრულებას უკავშირდება. მეგობრის რეფერალური კოდით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებლები 6 თვის განმავლობაში მანქანას ტესლას Supercharger სადგურზე უფასოდ ტენიდნენ. კომპანიის თქმით, რეფერალური პროგრამის განხორციელება გათვლილ თანხაზე ბევრად ძვირი დაუჯდათ.

Model 3 უკვე გამოჩნდა ევროპის ბაზარეც, სადაც მისი ყველაზე იაფი მოდელის ფასი 53.500 ევროა. 

კომენტარები

ბოლო ამბები