Thumbnail

დღის ფოტო: მთვარის უკანა მხარე და დედამიწა

  • ჩინურმა თანამგზავრმა მთვარის უკანა მხარის და დედამიწის უნიკალური ფოტო გადაიღო
  • ფოტო ჰოლანდიელმა ასტრონომებმა გამოაქვეყნეს

ჩინური აპარატი “ჩანე 4 “ პირველი კოსმოსური ხომალდია, რომელიც 2019 წლის 3 იანვარს მთვარის უკანა მხარეს დაეშვა. კოსმოსმური მისიისთვის მზადება ჩინეთმა ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში დაიწყო, როდესაც მთვარის ორბიტაზე თანამგზავრი "ლუნცზიან 2" გაუშვა. სწორედ ამ თანამგზავრის მეშვეობით ხერხდება კავშირის დამყარება “ჩანე 4”-თან.

“ლუნცზიან 2”-მა უნიკალური ფოტო გადაიღო, რომელზეც აღბეჭდილია მთვარის უკანა მხარე დედამიწის ფონზე. ფოტო არა ჩინეთის კოსმოსური კვლევის  სამმართველომ, არამედ ჰოლანდიელმა ასტრონომებმა გამოაქვეყნეს. მოყვარულმა ასტრონომებმა დვინგელოს ობსერვატორიიდან ფოტო ჩინური თანამგზავრიდან გადმოწერეს და მცირე რედაქტირების შემდეგ ინტერნეტში განათავსეს.

ადამიანი მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავს, რადგან იგი მხოლოდ ერთი მხრითაა დედამიწისკენ მოქცეული. პირველად მთვარის უკანა მხარის ფოტო 1959 წელს საბჭოთა ხელოვნურმა თანამგზავრმა “ლუნა 3”- მა გადაიღო. 

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები