Thumbnail

გერმანია ფეისბუქს მონაცემების უკანონო შეგროვებაში ადანაშაულებს

  • გერმანიის კონკურენციის მარეგულირებელი სააგენტო Facebook-ს პირადი მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მითითებებს აძლევს
  • Facebook თვლის, რომ სააგენტომ უფლებამოსილებას გადააჭარბა

გერმანიის კონკურენციის მარეგულირებელი სააგენტო Facebook-ს აფრთხილებს, რომ სოციალურ ქსელს აპლიკაციის და საიტის მიღმა მომხმარებლების შესახებ მონაცემების შეგროვების უფლება მხოლოდ მათი მკაფიოდ გამოხატული თანხმობის შემთხვევაში აქვთ. ამის შესახებ BBC წერს

სააგენტომ სოციალური ქსელის მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების წესების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მას შემდეგ გამოიკვლია, რაც მომხმარებლების ნებართვის გარეშე პირადი მონაცემების გამოყენების გარკვეული შემთხვევების შესახებ გახდა ცნობილი.

სააგენტოს დასკვნაში საუბარია გარე აპლიკაციებიდან, მათ შორის ინსტაგრამიდან მოპოვებულ პირად მონაცემებზე. კონკრეტულად, სააგენტომ დაადგინა, რომ:

  • Facebook-ის სხვადასხვა სერვისებს შეუძლიათ მომხმარებლის შესახებ მონაცემების შეგროვება, თუმცა დაუშვებელია Facebook-ის სხვა აპლიკაციებიდან, მათ შორის ინსტაგრამიდან მოპოვებული მონაცემების და Facebook-ის საიტისა და აპლიკაციის მონაცემების გაერთიანება და მონაცემთა საერთო ბაზის შექმნა მომხმარებლის ნებაყოფლობითი თანხმობის გარეშე.
  • ანალოგიურად, დაუშვებელია მომხმარებლის ნებაყოფლობითი ნებართვის გარეშე მის შესახებ სხვა საიტებიდან მიღებული მონაცემების Facebook-ის მონაცემებთან გაერთიანება.

სააგენტოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომსახურეობის პირობებზე სავალდებულო თანხმობის მონიშვნა არ არის “მონაცემთა ამგვარი ინტენსიური დამუშავებისთვის” საკმარისი წინაპირობა.

Facebook-ის თქმით კონკურენციის სააგენტო “ზღვარს გადავიდა” იმ მონაცემთა უსაფრთხოების საკითხების გამოკვლევით, რისი რეგულირებაც სხვა ორგანოებს ეხება. 

კომენტარები

ბოლო ამბები