Thumbnail

სამსუნგი ახალ უკაბელო ყურსასმენებს გამოუშვებს

  • სამსუნგი AirPods-ის ანალოგს გამოუშვებს
  • Galaxy Buds-ის ქეისის დატენვა ტელეფონითაც შეიძლება

მსოფლიო ინტერესით ელოდება Samsung Galaxy S10-ის პრეზენტაციას, რომელიც 20 თებერვალს, სან ფრანცისკოში გაიმართება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით სამსუნგი სმარტფონის ახალი მოდელის გარდა ღონისძიებაზე ახალ უკაბელო ყურსასმენს, Apple-ის Airpods-ს ანალოგს, Galaxy Buds-საც წარადგენს. 

Galaxy Buds-ის ფოტო გერმანულ ბლოგზე, WinFuture-ზე გავრცელდა. ფოტოზე ჩანს უკაბელო ყურსასმენი დამტენ ქეისში, რომლის დატენვა პირდაპირ ტელეფონიდანაც შეიძლება. ყურსასმენის სხვა ფუნქციების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცლდება.

WinFuture-ის თანახმად ყურსასმენები Apple-ის AirPods-ზე 10 დოლარით მეტი, 170 დოლარი ეღირება, თუმცა სამსუნგი ყურსასმენის ფასს სავარაუდოდ შესაბამისი ფუნქციებით გაამართლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები