Thumbnail

ჩინეთში თვითმავალი ავტობუსის გამოცდა დაიწყეს

  • თვითმავალ ავტობუსს ჩუნცინის ქუჩებში ცდიან
  • ექსპერტების შეფასებით, უპილოტო ტრანსპორტის ტექნოლოგიების განვითარებით ჩინეთი ლიდერი გახდება

ტესტირების რეჟიმში თვითმავალი ავტობუსი ქალაქ ჩუნცინში მოძრაობს. ავტობუსი სრულად ავტონომიურია, ლიდარის საშუალებით ახერხებს ორიენტაციას და ინფორმაციას მართვის პუნქტს 5G ქსელით აწვდის.

თვითმავალი ავტობუსი პატარა ზომისაა და მასში  მხოლოდ 12 ადგილია. ავტობუსის შექმნაში მონაწილეობდნენ China Mobile, Huawei, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ უნივერსიტეტი და ფრანგული კომპანია Easy Mile. თვითმავალი ავტობუსის გამოცდისას 5G-ს ტექნოლოგიის გამოყენებით ჩინეთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამ მიმართულებითაც დიდი მიღწევები აქვს.

კომპანია McKinsey-მ ტრანსპორტის “ავტონომიზაციის” თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებების დასადგენად ტექნოლოგიების სფეროს 40 ექსპერტი გამოკითხა. ექსპერტული შეფასებით, უახლოეს მომავალში თვითმავალი ტრანსპორტის წარმოების კუთხით მსოფლიო ლიდერი არა შეერთებული შტატები, არამედ ჩინეთი იქნება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგიების მასობრივი გავრცელება თვითმავალი ტრანსპორტის წარმოების გაიაფებას გამოიწვევს, ჩინეთი კი სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც ტექნოლოგიების გაიაფებით ყველაზე დიდ მოგებას ნახულობს

 

კომენტარები

ბოლო ამბები