Thumbnail

შუბერტის დაუსრულებელი სიმფონია ხელოვნურმა ინტელექტმა დაასრულა

  • Huawei-მ შუბერტის დაუსრულებელი სიმფონია დაასრულა
  • Mate 20 Pro-მ სიმფონიის მახასიათებლები მონაცემების სახით გააანალიზა

ჩინურმა კომპანია Huawei-მ სმარტფონის ტექნოლოგიის სადემონსტრაციოდ დაისახა დავალება, დაესრულებინა შუბერტის მე-8 სიმფონია - მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაუსრულებელი ნაწარმოები. 

შუბერტმა მე-8 სიმფონიაზე მუშაობა 1822 წელს დაიწყო, თუმცა უცნობი მიზეზების გამო ნაწარმოები ბოლომდე არ დაუსრულებია. სიმფონიის პირველი ორი ნაწილი დასრულებულია და კომპოზიტორის ყველაზე ცნობილ ნაშრომს წარმოადგენს, თუმცა დანარჩენი ორი ნაწილიდან მხოლოდ დაუსრულებელი მონახაზებია შემორჩენილი.

Huawei-მ Mate 20 Pro სმარტფონის ხელოვნური ინტელექტისა და კომპოზიტორ ლიკას კენტორის დახმარებით მართლაც შეძლო სიმფონიის დასრულება - ამისთვის შუბერტის სიმფონიები მონაცემების სახით ჩატვირთეს ტელეფონის პროცესორში, რის შედეგადაც ხელოვნურმა ინტელექტმა მოიპოვა ინფორმაცია სიმფონიის ტემბრის, ტონისა და სხვა მახასიათებლების შესახებ. სმარტფონმა მონაცემების ანალიზით რამდენიმე მელოდია შექმნა, რომელთაგანაც კომპოზიტორმა ლუკას კანტორმა მისი აზრით სიმფონიისთვის საუკეთესო ჟღერადობის დასასრული შეარჩია.

დაუსრულებელი სიმფონიის დასრულებული ვერსია 4 თებერვალს, ლონდონში შესრულდა.

ნახეთ ვიდეო:

 

კომენტარები

ბოლო ამბები