Thumbnail

უცნაური დიზაინის ელექტრო მოტოციკლი ორეგონული სტარტაპისგან

  • სტარტაპი Acrimoto ელექტრო მოტოციკლის შექმნაზე 10 წელი მუშაობდა
  • მოტოციკლი გაყიდვაში 2019 წლის გაზაფხულიდან იქნება

ორეგონულმა კომპანია Acrimoto-მ სამ ბორბლიანი ელექტრო მოტოციკლების სერიული წარმოება დაიწყო. ელექტრო მოტოციკლი FUV-ს საბაზო ვერსია 12 ათასი დოლარი ღირს. გარეგნულად FUV ბაგის და სკუტერის ჰიბრიდს ჰგავს, თუმცა ოფიციალურად წარდგენილია, როგორც მოტოციკლი. ელექტრო მოტოციკლის მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-ია. დატენვის შემდეგ მას 200 კილომეტრის გავლა შეუძლია

.

Acrimoto-ს ინჟინრები ელექტრო მოტოციკლის შექმნაზე 10 წელი მუშაობდნენ. ამ პერიოდში სტარტაპი მოტოციკლის საცდელ ვერსიებს უშვებდა და ტესტავდა. 2018 წელს კომპანიამ წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო. სტარტაპის პირველი ელექტრო მოტოციკლის შეძენა 2019 წლის გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები