Thumbnail

ინსულინის ინექციას აბი ჩაანაცვლებს

  • დიაბეტიკებს ინსულინის ინექციის საჭიროება აღარ ექნებათ
  • ინსულინი ორგანიზმში სპეციალური კაფსულის საშუალებით მოხვდება

ამერიკელი მეცნიერების გამოგონება დიაბეტით დაავადებულს შესაძლებლობას მისცემს ინსულინის რეგულარი ინექცია არ გაიკეთოს. რეგულარული ინექციების ნაცვლად სავსებით საკმარისი იქნება პერორალურად სპეციალური კაფსულის მიღება. კაფსულაში განთავსებულია აბი, რომლის მიღების შემდეგაც პაციენტისთვის საჭირო ინსულინის დოზა ორგანიზმში მოხვდება. კვლევის შედეგები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნდა.

თავდაპირველი ექსპერიმენტით  დადგინდა, რომ კაფსულას აქვს შესაძლებლობა ორგანიზმში 300 მკგ ინსულინი შეიყვანოს. მოგვიანებით მეცნიერებმა ეს დოზა კიდევ უფრო გაზარდეს. პროექტზე მომუშავე ჯგუფის შეფასებით, ამ კაფსულის გამოყენება ასევე შესაძლებელია ორგანიზმში სხვა პრეპარატების შესაყვანად, რომლებიც  დღეს ინექციის სახით კანქვეშ შეყავთ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები