Thumbnail

შოტლანდიურმა სტარტაპმა რაკეტის ძრავა 3D პრინტერით დაამზადა

  • Orbex-ში აცხადებენ, რომ 3 D პრინტერით რაკეტის ყველაზე დიდი ძრავა დაამზადეს
  • სტარტაპი პირველი რაკეტის კოსმოსში გაშვებას 2021 წელს გეგმავს

კოსმოსურმა სტარტაპმა Orbex  რაკეტა Prime Rocket-ის ძრავა წარმოადგინა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ძრავა, რომელიც 3 D პრინტერით არის დამზადებული. Orbex-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალის გამოყენების გამო მათი რაკეტა 20 პროცენტით უფრო მსუბუქია, ვიდრე კონკურენტი კოსმოსური კომპანიების მიერ მცირე თანამგზავრების გასაშვებად შექმნილი რაკეტები. ცნობილია, რომ რაკეტის სიგრძე 17 მეტრია, დიამეტრი 1,3 მეტრი. Prime Rocket-ის სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს სტარტაპი ამ ეტაპზე არ აქვეყნებს.

სტარტაპის პირველი კლიენტი შვეიცარული კომპანია Astricast SA იქნება, რომელიც ორბიტაზე მცირე ზომის თანამგზავრების განლაგებას გეგმავს. Orbex-ის რაკეტის კოსმოსში გაშვება პირველად 2021 წელს ჩრდილოეთ შოტლანდიაში განლაგებული საზერლენდის კოსმოდრომიდან იგეგმება.საზერლენდი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აგებული პირველი კოსმოდრომი იქნება. პროექტი 2018 წლის ზაფხულში დაანონსდა და მისი ღირებულება 17,3 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები