Thumbnail

აღარ გამოიყენოთ Internet Explorer - მაიკროსოფტის მოწოდება

  • მაიკროსოფტი მოგვიწოდებს, აღარ გამოვიყენოთ Internet Explorer
  • IE-ს გამოყენება კომპანიებს ხანგრძლივ პერსპექტივაში უფრო ძვირი დაუჯდებათ

ახალი ინტერნეტ ბრაუზერების გამოჩენასთან ერთად, Microsoft-ის Internet Explorer-ის მომხმარებელთა რაოდენობაც საგრძნობლად იკლებს, თუმცა IE-ს ამ დრომდე არაერთი ორგანიზაცია იყენებს, როგორც მთავარ ბრაუზერს. ამის მიზეზი არის ის, რომ მოძველებული ბრაუზერი ჯერ კიდევ თავსებადია ასევე მოძველებულ ვებ აპლიკაციებთან, თუმცა მაიკროსოფტი მომხმარებლებს უფრო თანამედროვე ვებ ბრაუზერების გამოყენებისკენ მოუწოდებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით მაიკროსოფტის კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, კრის ჯექსონმა ბლოგპოსტი გამოაქვეყნა. ჯექსონის თქმით, Internet Explorer-ის გამოყენებით კომპანიები “ტექნიკურ ვალებს” იგროვებენ, რაც გულისხმობს, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში მოძველებული, თუმცა ამ მომენტისთვის კომპანიებისთვის მარტივი სისტემების გამოყენებით პარალელურად მათი სამომავლო ფინანსური ხარჯიც იზრდება, რადგან მსგავსი აპლიკაციების თანამედროვე სტანდარტებზე გადაწყობა საბოლოო ჯამში ბევრად ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. 

"Internet Explorer ვერ აკმაყოფილებს ახალ ვებ სტანდარტებს. საიტების უმრავლესობას ჩვეულებრივად გახსნით, თუმცა დეველოპერები ახალ აპლიკაციებს არა Internet Explorer-თან, არამედ მხოლოდ თანამედროვე ბრაუზერებთან თავსებადობაზე ამოწმებენ" - კრის ჯექსონი

შესაბამისად, შესაძლოა Internet Explorer მოძველებული აპლიკაციებისთვის გამოსადეგი იყოს, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში ნებისმიერი კომპანიისთვის თუ მომხმარებლისთვის თანამედროვე ბრაუზერზე გადანაცვლება უფრო გონივრული და უსაფრთხოა.

წყარო: Engadget

კომენტარები

ბოლო ამბები